9 ივნისს, 16:00 საათზე თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრისა და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ღონისძიება – წიგნის ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი – რისმაგ გორდეზიანი 80“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ეძღვნება თსუ-ის ემერიტუს პროფესორის, აკადემიკოსის, ღვაწლმოსილი მეცნიერის რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღეს.
წიგნი ,,ანტიკური სამყაროს ხიბლი – რისმაგ გორდეზიანი 80“ მომზადებულია თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ პროექტ ,,პუბლიცისტური ნარკვევების“ ფარგლებში (ავტორი: ნინო კაკულია – ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი).
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა 95 წლის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ საიუბილეო ღონისძიებას. გაიმართება ფილმის – ,,9 ძველი და 5 ახალი ამბავი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ისტორიიდან“ – ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს პარლამენტიდან მოწვეული სტუმრები, თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სხვადასხვა ტელეკომპანიისა და პრესის ჟურნალისტები, თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და რისმაგ გორდეზიანის ოჯახის წევრები.
მისამართიი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე
ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ…
მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდა და საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი…
4 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7234 ლარი გახდა.…